გეგულებათ ეგეთი მსახიობი, რომელსაც თვეების განმავლობაში ჰქონდეს სიცხე?! ამას თამაშობდეს და წონის ნახევარი დაიკლოს, - ამის შესახებ გიული ალასამიამ განაცხადა.
მან კომენტარი გააკეთა მიუნხენის უსაფრთხოების კომფერენცაიზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი კარგი მსახიობია.
"სიმართლე გითხრათ, გაკვირვებული დავრჩი. ადამიანმა დაიწყო იმით, რომ [მიხეილ სააკაშვილი] არის დიდი მსახიობი თურმე და რომელ მსახიობს შეუძლია, რომ მუდმივად ჰქონდეს სიცხე. გეგულებათ ეგეთი მსახიობი, რომელსაც თვეების განმავლობაში ჰქონდეს სიცხე?! ამას თამაშობდეს და წონის ნახევარი დაიკლოს - ასეთი მსახიობობა მე არ გამიგია. ბოლოს, რომ მოკვდეს, ჩაწვეს კუბოში, იქაც იტყვიან როლს თამაშობსო?! სისხლისღვრისთვის ჩამოვიდაო, უკაცრავად და ვის უნახავს მისი სისხლისღვრა? ვარდების რევოლუცია ისე მოხდა, ერთი ნაკაწრი არავის ჰქონია. რა სისხლისღვრაზეა ლაპარაკი?!" - განაცხადა ალასანიამ.