ჩვენ გვჭირდება ახალი ჩარჩო გრძელვადიანი უსაფრთხოებისათვის, საქართველოდან მოლდოვამდე, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ცივი ომის შემდგომმა ხელშეკრულებებმა უკრაინის მიმართ არ იმუშავა.
"ამიტომ, ჩვენ გვჭირდება ახალი ჩარჩო გრძელვადიანი უსაფრთხოებისათვის. საქართველოდან მოლდოვამდე, ადამიანის უფლებებიდან დაწყებული, ბირთვული საფრთხეებით დამთავრებული, რუსეთმა ჩაიდინა დანაშაულები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებზეც არ ვრცელდება ნატო-ს კოლექტიური უსაფრთხოება და ამაზე საერთაშორისო საზოგადოების პასუხი არ იყო საკმარისად ძლიერი", - განაცხადა რიში სუნაკმა.