საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მოკავშირეებს მოუწოდა გააძლიერონ უკრაინის დახმარება, რათა ქვეყანას დაეხმარონ კონტრშეტევში.
მაკრონის თქმით, მხოლოდ უკრაინის კონტრშეტევის შედეგად შესაძლებელი იქნება უკრაინის, მისი ხელისუფლებისა და ხალხის მიერ განსაზღვრული სანდო მოლაპარაკებების წარმოება. მაკრონის თქმით, ახლა რუსეთთან დიალოგის დრო არ არის.
გერმანიაში, მიუნხენის უსაფრთხოების 59-ე კონფერენცია დღეს გაიხსნა.