უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ყველა ოკუპირებული ტერიტორიის გათავისუფლება და უკრაინის სწრაფი გამარჯვება რეალურია.
ამის შესახებ მან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ზელენსკმ აღნიშნა, რომ უკრაინა არ წავა დათმობებზე რუსეთის მიერ 2014 წლიდან ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის დროს. „უკრაინის ყველა ქალაქის რუსული ოკუპაციისგან გათავისუფლებას ალტერნატივა არ აქვს! - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, რეალურ მიზანს წარმოადგებს უკრაინის სწრაფი გათავისუფლება, „რათა მომავალ წელს ჩვენ შევხვდეთ მიუნხენში ომისშემდგომ პირველ უსაფრთხოების კონფერენციაზე თავისუფალი უკრაინის, თავისუფალი ევროპის, თავისუფალი მსოფლიოს პირობებში“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ვოლოდიმირ ზელენსკის მიაჩნია, რომ ახლა პრიორიტეტს წარმოადგენს უკრაინისთვის დახმარების სწრაფი მიწოდება, ვინაიდან პუტინი იმედოვნებს, რო უკრაინისთვის დახმარება შენელდება.
მისივე თქმით, ომის გახანგრძლივება ნიშნავს მეტ ნგრევას, განსაკუთრებით აღმოსავლეთ უკრაინაში.
„ომის შემდეგ დონბასში ცოცხალი არაფერი დარჩება - მე ახლა ვლაპარაკობ ადამიანებზე და ინფრასტრუქტურაზე, მაგრამ თუ შევძლებთ პარტნიორებთან ერთად უკრაინა მეტად გავაძლიეროთ, {ამ ტერიტორიების} დეოკუპაციას უფრო ადრე მოვახდენთ. თუ არა, თუ შენელდება პროცესები, იქნება მთელი დონბასის განადგურების რისკი, მაგრამ ჩვენ მაინც ყეველა ტერიტორიას გავათავისუფლებთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.