საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს.
როგორც სხდომის დაწყების წინ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, სხდომაზე განსახილველი თემები ჯერ ცნობილი არ არის.
„როგორც წესი, განსახილველი საკითხები ცნობილი ხდება ხოლმე სინოდის სხდომაზე, დაველოდებით პატრიარქს, რა საკითხებს დააყენებს“, – აღნიშნა ჯაღმაიძემ.
წმინდა სინოდის სხდომის ჩანიშვნის შესახებ საპატრიარქომ განცხადება 10 თებერვალს გაავრცელა.
„მასმედიის დიდი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ სამშაბათს, 2023 წლის 14 თებერვალს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის მოწვევით გაიმართება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა“, – აღნიშნული იყო საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციაში.