უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი ამბობს, რომ უკრაინის გამარჯვება მხოლოდ ტერიტორეიბის გათავისუფლება არ იქნბეა, ის ისე გააძლიერეს უკრაინის არმიას, რომ რუსეთი უკრანას თავს ვეღარასდროს დაესხას.
შესაბამისი პოზიცია ზალუჟნიმ ნატო-ს ევროპაში ნატოს მოკავშირეთა ძალების უმაღლეს მეთაურთან ქრისტოფერ კავოლისთან სატელეფონი საუბრისას დააფქიისრა.
ზალუჟნიმ და კავოლიმ უკრაინისთვის საერთაშორისო სამხედრო დახმარებისა და პქრტნიორი ქვეყნების ტერიტორიაზე უკრაინული ქვედანაყოფების მომზადების საკითხები განიხილეს.
„მადლობელი ვარ გენერალ კავოლის სიტუაციის ღრმა გააზრებისთვის და ჩვენი გამარჯვების მოახლოებისთვის გაწეული მნიშვნელოვანი ძალისხმევისთვის, რომლის ხედვაც დღეს ჩემს თანამოსაუბრეს გავუზიარე.
უკრაინის გამარჯვება მხოლოდ მისი ტერიტორიების გათავისუფლებას არ ნიშნავს, არამედ ისეთი პირობების და შეიარაღებული ძალების შექმნას, რომლებიც რუსეთს აღარასდროს მისცემს შესაძლებლობას თავს დაესხას ჩვენს სახელმწიფოს“, - თქვა ზალუჟნიმ.