სახსრების საშინელი ტკივილები აქვს, საკმარისია ორი ლუკმა შეჭამოს, ტაქიკარდია ეწყება, განა ყურადღება აკლია, ექიმები, რაც შეუძლიათ, აკეთებენ, ყურადღებას არ აკლებენ, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.
მისი თქმით, ოქტომბრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი მეტად ავადაა.
"ოქტომბრის შემდეგ ბევრად უარესად გახდა, იმიტომ რომ პროგრესირებადია ეს ყველა დიაგნოზი, რომელიც იყო ჩამოთვლილი ძალიან ბევრია ასეთი დიაგნოზი მოგეხსენებათ და რაც მთავარია, ეს ინტოქსიკაცია, ეს პროგრესირებს. საერთოდ პირწმინდად გაათენა მთელმა მედპერსონალმა და თვითონ პაციენტმა. გაუსაძლისი სახსრების ტკივილი აქვს, ფაქტობრივად, კუნთები აღარ აქვს ადამიანს, კუნთები ილევა და ეს იწვევს ამ ტკივილს. ტემპერატურა აქვს, რა თქმა უნდა. ეს იყო ადამიანი, რომელმაც ააშენა ეს თანამედროვე სახელმწიფო და რომელსაც აღფრთოვანებით შეჰყურებდა ძალიან ბევრი სახელმწიფო, ბევრმა გადაიღო ის რაც ჩვენთან ხდებოდა, ასე რომ არაა გასაკვირი ასეთი ყურადღება. ფაქტობრივად, ეს იყო ერთადერთი ადამიანი, რომელიც პატიოსანი არჩევნებით აირჩა", - თქვა გიული ალასანიამ.
ამასთან, ალასანიამ კომენტარი გააკეთა უცხოურ მედიაში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ სტატიებზე.
„„ფაინენშალ თაიმსი“, „ეკონომისტი“, „შპიგელი“, ან „სიენენზე“ გამოგიყვანს ვინმე ფულით, ან „ბიბისიზე“? ვერ მოისყიდი ამ ხალხს. იმათ თავისი წესები აქვთ, თავისი სახე, რეპუტაცია, არ დააყენებენ რისკის ქვეშ ამ რეპუტაციას“, – აღნიშნა ალასანიამ.