ძალიან ვწუხვარ, უკრაინის პრეზიდენტს სცალია იმისთვის, რომ ფოტოებით იაროს ბრიფინგებზე და პრესკონფერენცია ატაროს, - ამბობს ქართული ოცნების წევრი ირაკლი ზარქუა.
“ძალიან უცნაურია, ტერიტორიას კარგავს, უამრავი ადამიანი იღუპება; რუსეთი, რომელიც ოკუპანტია, მათ შორის ჩვენთვის და ამ დროს ის იცლის, რომ პატიმარ სააკაშვილის სურათებით იაროს, რომელსაც სხვათა შორის მიუსაჯა ევროპულმა სასამართლომ, იქ სადაც ახლა ზის, ჩემთვის გაუგებარია. მე უკრაინელ ხალხს ვუსურვებ გამარჯვებას და ღირსეულ ხელისუფლებას”, - თქვა ზარქუამ.
1-ელ თებერვალს ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა და მისი ფოტოები წარადგინა. მან აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს მიზანი - მოკლას სააკაშვილი.