„მე შინაარსზე საუბარს არ დავიწყებ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ აქ შინაარსზე უფრო მეტად მნიშვნელოვანია ის, თუ რა ფორმატით მიმდინარეობს ურთიერთობა საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებებს შორის“ - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი აკაკი ბობოხიძე კარასინი აბაშიძის ჩანაწერებს
„ამ საუბრიდან ძალიან კარგად ჩანს, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის რუსული სამყარო არის გაცილებით უფრო შინაურული, გაცილებით უფრო ბუნებრივი, ვიდრე ცივილური სამყარო.
საქართველოს ხელისუფლება თავს კომფორტულად სწორედ რუსულ სამყაროში გრძნობს მიუხედავად იმისა იქნება ეს ქვეყნისთვის სასარგებლო თუ საზიანო. რაც ყველაზე უფრო საინტერესო და დამაინტრიგებელია, ვინ არის ის წარმომადგენელი რომელსაც მოკითხვა შემოუთვალა კარასინმა აბაშიძის პირით“ - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ