ვივამედის დირექტორი, ნინო ნადირაძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციაში ჯერ არ გადაუყვანიათ. ამის შესახებ მან ფორმულას განუცხადა.
"არ გადაგვიყვანია, თუ დავაპირებთ, გაგაგებინებთ, არასდროს დაგვიმალავს არაფერი", - განმარტა ნადირაძემ.
ნაციონალური მოძრაობის წევრის, გიორგი ჩალაძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციაში გადაჰყავთ.
"სიცოცხლის შესანარჩუნებელი ღონისძიებების გასატარებლად, საჭიროა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი იმყოფებოდეს რეანიმაციულ განყოფილებაში. ამ წუთებში, ვიდრე ჩვენ ვსაუბრობთ, მზადდება რეანიმაციული პალატა და ღონისძიებები, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლე შენარჩუნდეს", - განაცხადა მან კლინიკის წინ ჟურნალისტებთან.