აკაკი მინაშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მდივნის და პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის პოსტი დატოვა, - ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა, თუმცა განმარტა, რომ პარტიაში რჩება.
„მინდა მივულოცო ლევან ხაბეიშვილს, თუმცა ამავე დროს გითხრათ, რომ მე მქონდა გარკვეული პოზიციები პარტიის მენეჯმენტში. ვიყავი პოლიტიკური მდივანი, პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე. ორივე ამ პოზიციას ვტოვებ. ბუნებრივია, პარტიიდან არ მივდივარ, მითუმეტეს, იმ ფონზე, როდესაც მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის საკითხი არის ძალიან აქტუალური, თუმცა აქტიურ პარტიულ მმართველობას ჩამოვშორდები და ვდისტანცირდები. პარტიას ვუსურვებ წარმატებას. ძალიან მნიშვნელოვანი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იყოს ძლიერი და იყოს პარტია, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს „ქართული ოცნების“ ჩამოშორებაში,“ - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. მან ხმების 52.58% მიიღო.