„ივანიშვილის ამბავში ახალი არაფერი არ არის, ოღონდ სულ უნდა გვახსოვდეს, როგორი უტიფარია ეს ადამიანი, როდესაც ღიად გვეუბნება და საჯაროდაც აქვს ნათქვამი, რომ მისი პრობლემების გამო, ქონებისა თუ ფულის თვალსაზრისით, არასწორ ადგილას ჩადო, თუ ბანკთან აქვს პრობლემები, ჩვენი ქვეყნის მომავლით ვაჭრობს“ - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ივანიშვილის გავრცელებულ წერილს
„პირდაპირ გვითხრა, ძალიანაც არ მოგახვევთ თავზე პრობლემებსო, ოღონდ ცოტათი მოგახვევთო. ეგეთი კაცია, თავის საკუთრებად მიაჩნია ეს ქვეყანა და სხვა საკუთრებისა და ქონების პრობლემების გადაჭრას ხედავს ამ ქონებით, ანუ ჩვენი ქვეყნის მომავლით ვაჭრობაში“- განაცხადა გიგა ბოკერიამ