კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვებს პასუხობს. აქამდე ზელენსკიმ თქვა, რომ ის დარწმუნებული არაა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კვლავ ცოცხალი თუა.
"გასაგებია, რომ ფსიქოლოგიურად ბატონი ზელენსკი ამჯობინებდა, რომ არც რუსეთი და არც პუტინი არ არსებულიყო, მაგრამ რაც უფრო მალე გაიაზრებს ის, რაც უფრო მალე გაიაზრებს უკრაინის რეჟიმი, რომ რუსეთი და პუტინი არიან და იქნებიან, მით უკეთესი იქნება ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც უკრაინაა". – თქვა პესკოვმა.
აქამდე ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ის ვერ ხვდება კრემლში გადაწყვეტილებებს ვინ იღებს და ვისთან შეიძლება საუბარი.
"დღეს ბოლომდე არ მესმის, ვის უნდა ველაპარაკოთ და რაზე. არ ვარ დარწმუნებული, რომ რუსეთის ის პრეზიდენტი, რომელიც ზოგჯერ ჩნდება მწვანე ფონზე, ნამდვილად ის არის. მე ბოლომდე არ მესმის, რომ ის ცოცხალია, გადაწყვეტილებებს ის იღებს, ან საერთოდ ვინ იღებს იქ გადაწყვეტილებებს". – თქვა ზელენსკიმ.