დიმიტრი შაშკინი ენმ-ს მოქმედ თავმჯდომარესა და მენეჯმენტს აკრიტიჯკებს და აცხადებს, რომ მტავარი პრბლემა, რაც მთავარ ოპოზიციურ პარტიას ნიკა მელიას ხელმძღვანელობის პერიოდში აქვს, თანაპარტიელებთან კონტაქტის არქონაა. შაშკინის თქმით, მათ უნდათ ენმ, მიხეილ სააკაშვილის გარეშე. მისივე თქმით, არავინ დაინტერესებულა, სხვადასხვა დროს, რატომ დატოვეს პარტია მისმა წევრებმა- ნონა მამულაშვილმა, ნიკა ობოლაძემ და ა.შ.
"შენ, როდესაც ხარ პარტიის თავმჯდომარე, ყველასთან უნდა მოძებნო საერთო ენა, როგორც მიხეილ სააკაშვილი ახერხებდა, რომ ერთ მხარეს იჯდა ლევან ბერძენიშვილი და მეორე მხარეს ზვიად ძიძიგური. ხომ ახერხებდა ორი აბსოლუტურად სხვადასხვა მსოფლმხედველობის ადამიანის ერთად კოალიციაში ყოფნას.
ამ ხალხს აქვს კომპლექსი. ჰგონიათ, რომ არიან უფრო მაგრები ვიდრე მიშა და უნდათ ეს პარტია მიშას გარეშე. ეს არის მთავარი პრობლემა. როდესაც ამბობენ, რომ აჭარის წარმატება უნდათ ლევანის [ვარშალომიძე] გარეშე, პოლიციის წარმატება უნდათ ვანოს [მერაბიშვილი] გარეშე, ამათ პარტია უნდათ მიშას გარეშე. იმიტომ, რომ აქვთ კომპლექსები რომ ჰგონიათ, რომ მიშაზე უფრო მაგრები არიან. ეს ხომ ჩემი სიტყვები არაა, ეხლა მიშა პრიორიტეტი არ არის? ეს არის ამ მენეჯმენტის პოზიცია. ამაზე მეც ვსაუბრობდი, რომ რა არის მიშასთან დაკავშირებით სტრატეგია, ის მაინც გვითხარით, არავინ არაფერს არ გვეუბნებოდა და ახლა პრორუსულობას გვაბრალებთ?" ამბობს შაშკინი "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "დღის სტუმარში" საუბრისას.