"ბენ ჰოჯესმა თავი ყველაზე მეტად დაგვამახსოვრა, როდესაც საქართველოს ომში ჩართვისკენ მოუწოდებდა და რითაც ის გლობალური ომის პარტიის წარმომადგენელი იყო, - ასე პასუხობს "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი აშშ-ის არმიის ყოფილი მთავარსარდლის ბენ ჰოჯესის განცხადებებს.
"ბენ ჰოჯესმა თავი ყველაზე მეტად დაგვამახსოვრა, როდესაც საქართველოს ომში ჩართვისკენ მოუწოდებდა და რითაც ის გლობალური ომის პარტიის წარმომადგენელი იყო. რაც შეეხება ხაზარაძესთან მის შეხვედრას და ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საუბარს, ეს დამატებით აჩენს კითხვებს - მას რაიმე სახის ინტერესი, მათ შორის ფინანსური ინტერესი ხომ არ გააჩნდა ამ პროექტთან დაკავშირებით. რაც შეეხება საქათრველო-რუსეთის ურთიერთობას, მასაც შევახსენებ, რომ საქართველო რუსეთთან მხოლოდ საერთაშორისო სასამართლოებით ურთიერთობს, სადაც გამარჯვებას გამარჯვებზე აღწევს", - აღნიშნავს იონათამიშვილი.