მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხმაურება. ის საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, მესამე პრეზიდენტი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაუშვას.
"შეშფოთებული ვარ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისთვის საშიში გართულებებით, რომელიც გამოწვეულია, მისი პატიმრობის პირობებით. მოლდოვა უერთდება უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდებას საქართველოს მთავრობისადმი, რომ ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ყოფილ პრეზიდენტს საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასვლის უფლება მისცენ", - წერს მაია სანდუ.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანისკენ მოუწოდა.