ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკიმ რიგაში, გაერთიანებული საექსპედიციო ძალების (JEF) ქვეყნების ლიდერების შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთის ნებისმიერი ცალმხრივი მოწოდება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ "სრულიად უაზრო იქნება დღევანდელ ვითარებაში."
მისი თქმით, რუსეთის მხრიდან ასეთი მოწოდება ყალბი იქნება.
"სანამ ისინი არ დატოვებენ ოკუპირებულ ტერიტორიებს, არ შეიძლება და არ უნდა იყოს რეალური მოლაპარაკებები“, - ამბობს სუნაკი.
ბრიტანეთის პრემიერმინისტრის თქმით, ქვეყანა გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, რადგან "უკრაინის უსაფრთხოება, ჩვენი უსაფრთხოებაა."
"ჩვენი კოლექტიური გადაწყვეტილება ნათელია, ჩვენ მხარს ვუჭერდით და გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას. და ეს პირველ რიგში იმიტომ ხდება, რომ მათი უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა“, -აღნიშნა ბრიტანეთის პრემიერმა.