საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი მიხეილ სააკაშვილის დამონტაჟებული კადრების გავრცელების შესახებ მედიასთან კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ შეშფოთებულები არიან მისი ჯანმრთელობის გაუარესების გამო.
ელჩი აცხადებს, რომ რთული გასაგებია, რატომ იყო შეუძლებელი მისი დისტანციურად ჩართვა სასამართლო პროცესზე.
"ძალიან შეშფოთებულები ვართ ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების გამო. ჩვენ რამდენჯერმე წამოვწიეთ ეს საკითხი შესაბამის უწყებებთან აქ, საქართველოში. საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ მისი, როგორც პატიმრის და ასევე როგორც ბრალდებულის ყველა უფლება იყოს დაცული. ჩვენ გულწრფელად გვჯერა, რომ მას მისცემენ სასამართლოს წინაშე წარდგომის უფლებას. 21-ე საუკუნეში და ისეთ თანამედროვე პირობებში, როგორიც თბილისშია, რთული გასაგებია, რატომ იყო შეუძლებელი მისი დისტანციურად ჩართვა. მე იმედი მაქვს, რომ ეს მოხერხდება და მისი, როგორც ბრალდებულის, უფლებები იქნება დაცული. ჩვენ ასევე მოხარულები ვართ, რომ მან შიმშილობის დაწყება გადაიფიქრა, იმიტომ რომ ეს არ წაადგებოდა მის ჯანმრთელობა. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენებს და ველოდებით მომდევნო ნაბიჯებს, რომლებსაც საქართველოს სასამართლო გადადგამს", - თქვა პაველ ჰერჩინსკი.