იუსტიციის მინისტრმა ტელეკომპანია ,,იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის მიზანი იყო რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად არაკონსტიტუციური და არაკანონიერი გზებით მოეპოვებინა ხელისუფლება. მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ მაშინ საზოგადოებას თავიდან აარიდა ძალიან მძიმე განსაცდელი.
„ერთხელ და სამუდამოდ სპეკულაციებს უნდა დაესვას წერტილი და საზოგადოებამ გაიგოს სრული სიმართლე. ეს სპეკულაცია წელიწადზე მეტია, მიმდინარეობს. სააკაშვილი ჩამოვიდა საქართველოში ერთადერთი მიზნით, იმისთვის, რომ მას და რადიკალურ ოპოზიციას ერთობლივად მოეპოვებინათ არაკონსტიტუციური და არაკანონიერი გზით ხელისუფლება– განაცხადა რატი ბრეგაძემ.