ახლა მივიღე გზავნილი ევროპარლამენტარებისგან, რომლებიც კატეგორიულად მთხოვენ, ამ ეტაპზე შევწყვიტო შიმშილობა, რათა საბაბი არ მივცე შესაბამის სამსახურებს, რომ მე თვითონ ვიყენებ ზიანს, - ამბობს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. სააკაშვილის წერილი მისმა ადვოკატმა ვახტანგ ბარამაშვილმა წაიკითხა.
ახლა მივიღე გზავნილი ევროპარლამენტარებისგან, რომლებიც კატეგორიულად მთხოვენ, ამ ეტაპზე შევწყვიტო შიმშილობა, რათა საბაბი არ მივცე შესაბამის სამსახურებს, რომ მე თვითონ ვიყენებ ზიანს. ამავე დროს, ევროპარლამენტარები მპირდებიან მთელი დიპლომატიური მცდელობების მობილიზაციას, რათა უზრუნველყონ ჩემი მინიმალური უფლებების დაცვა.
მე ცუდად ვარ იმიტომ კი არა, რომ ძალით არ ვჭამდი, არამედ იმიტომ, რომ მოწამლული ვარ, რაც აისახა კიდეც ევროპარლამენტარების განხილვაშიც, იმიტომ რომ არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი ვიყავი მრავალი თვის განმავლობაში, რაც მსოფლიოს საუკეთესო ექსპერტების და მათ შორის, ნობელის პრემიის ლაურეატების დადასტურებულია.
ექსპრეზიდენტმა შიმშილობა დღეს სასამართლო პროცესის გადადების შემდეგ შიმშილობა გამოაცხადა. მისი ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, სააკაშვილმა გადაწყვეტილება სასამართლო პროცესში არჩართვის შემდეგ პროტესტის ნიშნად მიიღო