მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე მომდევნო სხდომაზე, მოსამართლის აცილების შუამდგომლობის დაყენებას არ გამორიცხავს.
"თუ შემდეგ პროცესზე არ მოხდება სააკაშვილის ჩართვა, არ მოხდება მოწმეების დაკითხვა, მაშინ უკვე დავაყენებთ მოსამართლის აცილების საკითხს. ცალსახად ვაცხადებ.
ჭიანურდება სპეციალურად, რომ დადგეს სააკაშვილის სიკვდილი, მეტი შეფასება ამას არ აქვს და ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც გუშინ ევროკავშირის ყველა დეპუტატი გამოვიდა და გააკეთა განცხადება, რომ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით განხორციელდეს ჰუმანიტარული აქტი და ჰუმანიტარული აქტზე კი არა პროცესის გამართვაზეა აქ პრობლემა" - ამბობს ხაჭაპურიძე.
მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო 22 დეკემბრისთვის გადადო.