მიხეილ სააკაშვილის სასამართლო, სადაც მისი გათავისუფლების, ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობა განიხილება 22 დეკემბერს გაგრძელდება.
მოსამართლე გიორგი არევაძემ დღეს სხდომა 1 კვირით გადადო და აღნიშნა, რომ 21 დეკემბერს პროცესს "შეგნებულად არ ნიშნავს". სასამართლო 22-ში დილის 11 საათზე ჩაინიშნა.
შეგახსენებთ, პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში მონაწილეობის საშუალება დღესაც არ მისცა. მესამე პრეზიდენტი დისტანციურად "ტექნიკური მიზეზების" გამო არ ჩართეს.