გვაქვს გარკვეული მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ეს ადამიანი, იყო შემთხვევები, როდესაც ხელს უშლიდა, მათ შორის, ექიმების საქმიანობას, ხელს უშლიდა სასამართლოს საქმიანობას, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში მიხეილ სააკაშვილის თემაზე საუბრისას განაცხადა.
,,როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ და ვამბობთ რაიმეს, რა თქმა უნდა, ამას აქვს თავისი დამადასტურებელი ვიდეომასალა. გვაქვს გარკვეული მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ეს ადამიანი, იყო შემთხვევები, როდესაც ხელს უშლიდა, მათ შორის, ექიმების საქმიანობას, ხელს უშლიდა სასამართლოს საქმიანობას. შესაბამისად, ჩვენ ძალიან ვერიდებით ამ ყველაფერზე საუბარს, მაგრამ თუკი იმ მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, რასაც ჰქვია ქართველი ხალხის უსაფრთხოება, სახელმწიფოს უსაფრთხოება, ასევე, საქართველოს საერთაშორისო იმიჯი, და იმის დადასტურება, რომ სახელმწიფოში არავის აწამებენ და საქართველოსგან არ უნდა შეიქმნას მტრის ხატი, ჩვენ იძულებული გავხდებით, თუ არ შეწყდება ეს სიმულაციური ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავს სასამართლოზე ზეწოლას, პირდაპირ ვიტყვი – იმისთვის, რომ მოპოვებული იყოს თავისუფლება სამართლებრივი გზების გარეშე და განხორციელდეს კონსტიტუციით აკრძალული ქმედება, ჩვენ იძულებული გავხდებით, რომ გავასაჯაროოთ გარკვეული კადრები იმ შემთხვევაში, თუ არ შეწყდება ეს სიმულაციური მოქმედებები, რაც შემდგომ საზოგადოებას ნათლად დაანახვებს იმ ყველაფერს, რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ“, – თქვა ბრეგაძემ.