ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, სახალხო დამცველის საკითხთან დაკავშირებით, ოპოზიციის წარმომადგენლებთან დღეს შეხვედრას გამართავენ, რა დროსაც ოპონენტებს უმრავლესობის პოზიციას გააცნობენ.
„შეხვედრა გვექნება ომბუდსმენის საკითხთან დაკავშირებით და მათ უმრავლესობის პოზიციას გავაცნობთ. ამის შემდეგ უკვე გავახმოვანებთ იმ პოზიციას, რომელიც უმრავლესობის სხდომაზე შეჯერებული, რათა ვერსიის სახით მიეწოდოს ჩვენს ოპონენტებს, რომ რამენაიარად შევძლოთ ომბუდსმენის საკითხზე შეთანხმება“, - თქვა მდინარაძემ.