„ჩვენ გვაქვს რამოდენიმე ფაქტორის კომბინაცია: ერთია ივანიშვილის რეჟიმის საჯარო დამოკიდებულება რუსეთის აგრეესიის მიმართ უკრაინის წიინააღმდეგ და თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ, ანუ ისინი საჯაროდ იმ პოზიციას აფიქსირებენ, რომელიც ავტომატურად ეჭვმიტანილს ხდის იმ ფაქტს, რომ ისინი აშკარად გამოხატავენ თავის პოლიტიკურ სიმპათიას, რბილად რომ ვთქვათ, პუტინის რეჟიმის მხარეს.
მეორე არის ის, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ივანიშვილის ხელისუფლებას არ მიუღია არც ერთი ფორმალური აქტი ,რომელიც საკონონმდებოლო აქტით შეზღუდავდა ისეთი ტვირთის შესვლას ან გამოსვლას რუსეთიდან, რომელიც თავისუფალ სამყაროს სანქცირებული აქვს“ - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ჩეხეთის ელჩის მიერ გაზრდილ იმპორტზე გაკეთებულ განცხადებას
„ხაზს ვუსვამ სანქციებთან შეერთებაზე კი არ არის საუბარი,რომ საქართველომ თვითონ აუკრძალოს თავის თავს, არამედ ისეთი აქტების მიღება, რომელიც კანონზე დაყრდნობით შეზღუდავდა შესაძლებლობას ,რომ საქართველო გამხდარიყო შავი ხვრელი . ეს არ გაუკეთებიათ მათ ,უბრალოდ ზოგადი განცხადებები ჰქონდათ .
ბოლოს ის რაზეც ამ განცხადებაშია საუბარი ,რომ მოცულობა საეჭვოდ გაიზარდა იმ ტიპის იმპორტის , ავტომატურად აჩენს საფუძველს იფიქრო, რომ ეს არის ხვრელისთვის გამოყენებული ამბავი, ხოლო ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესების პირდაპირი ღალატი, როცა საქართველოს მეშვეობით ჩვენივე ქვეყნის მტერი ძლიერდება“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ