ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის ელექტროგადამცემი ქსელის აღჭურვილობის შესაძენად $53 მილიონი გამოყო. გასათვალისწინებელია, რომ რუსეთის თავდასხმების შედეგად ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დაზიანდა და მილიონობით ადამიანი გათბობის გარეშე დარჩა.
"ეს აღჭურვილობა სასწრაფოდ გადაეცემა უკრაინას, რათა დაეხმაროს უკრაინელებს ზამთარში გადარჩენისთვის", - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
დახმარების პაკეტში, ამასთანავე, შედის სადისტრიბუციო ტრანსფორმატორები, ამომრთველები, დენის დამჭერები და სხვა საჭირო აღჭურვილობა.