მსოფლიოში ყველაზე დიდი აქტიური ვულკანი, მაუნა ლოა ჰავაიზე, თითქმის 40 წლის განმავლობაში პირველად ამოიფრქვა.
აშშ-ის გეოლოგიურმა სამსახურმა განაცხადა, რომ ლავა ვულკანის ერთ მხარეს მიედინება და ამოფრქვევა საფრთხეს არ უქმნის დასახლებებს. მიუხედავად ამისა მოსახელობა გააფრთხილეს, ასევე ურჩიეს გადაამოწმონ ავიაკომპანიებთან ფრენები უხელოეს დღეებში.
„ყველა მინიშნება იმაზე მეტყველებს, რომ ამოფრქვევა დარჩება ჩრდილო-აღმოსავლეთის რიფტის ზონაში“, - ნათქვამია გეოლოგიურმა სამსახურის განცხადებაში, რაც გულისხმობს იმ ზონას, სადაც ვულკანი იშლება და ლავის გადინების საშუალებას იძლევა.
ევაკუაციის ბრძანება ხელისუფლებას არ გაუცია.
1843 წლიდან მაუნა ლოა 33-ჯერ ამოიფრქვა, ბოლოს მსგავსი შემთხვევა 1984 წელს მოხდა.