საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, 29 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ვიზიტით ეწვევა.
პარლამენტის თავმჯდომარე ბუნდესთაგის პრეზიდენტ ბერბელ ბასს და ბუნდესთაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანტონ ჰოფრაიტერს შეხვდება.
შეხვედრები გაიმართება ბუნდესთაგის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ელიზაბეთ ვინკელმაიერ-ბეკერთან, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მარი-აგნეს შტრაკ-ციმერმანთან, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, რენატა ალტთან.
პარლამენტის თავმჯდომარე და საპარლამენტო დელეგაცია შეხვედრებს გამართავს ბუნდესთაგის სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ჯგუფის წევრებთან, ფრაქცია CDU-ს წევრებთან, მომხსენებლებთან ნატოს და აღმოსავლეთ პარტნიორობის მიმართულებით, ფრაქცია SPD-ს საგარეო პოლიტიკურ სპიკერთან და საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრთან.
შალვა პაპუაშვილი მონაწილეობას მიიღებს საქართველო-გერმანიის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა ბუნდესთაგში ქართულ-გერმანული ფორუმის წევრებთან.
საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები ნიკოლოზ სამხარაძე, ანრი ოხანაშვილი, ლევან კობიაშვილი, ნინო იობაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი და ხათუნა სამნიძე შედიან.