უკრაინა არასოდეს მიიღებს ბრძანებებს მოსკოველი "ამხანაგებისგან", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა. ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინელები გააკეთებენ ყველაფერს, რომ აღადგინონ ოკუპანტების მიერ დანგრეული ყველა შენობა და ობიექტი.
"ოკუპანტები კვლავ აგრძელებენ ხერსონისა და ოლქის სხვა დასახლებების დაბომბვას. ბოლო ერთ კვირაში მტერმა 258-ჯერ ისროლა ხერსონის რაიონის 30 დასახლებული პუნქტის მიმართულებით. მათ არაფერი შეუძლიათ, გარდა განადგურებისა. რასაც ისინი ახლა უკრაინის წინააღმდეგ აკეთებენ, არის შურისძიების მცდელობა იმისთვის, რომ უკრაინელებმა არაერთხელ დაიცვეს მათგან საკუთარი თავი. უკრაინა არასოდეს მიიღებს ბრძანებებს მოსკოველი "ამხანაგებისგან". ყველაფერს გავაკეთებთ, რომ აღვადგინოთ ოკუპანტების მიერ დანგრეული ყველა ობიექტი - ყველა სახლი, ყველა საწარმო“, - ამბობს ზელენსკი.