დღეს ცნობილი გახდება მიხეილ სააკაშვილის საბოლოო ტოქსიკოლოგიურ დასკვნა, რომელიც შეერთებული შტატებში გაკეთდა.
სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, ცნობილია რომ ნიმუშებში აღმოჩენილია კიდევ ერთი მომაკვდინებელი შხამი - დარიშხანი.
"ფრჩხილის ანალიზები ჯერ არ ჩამოსულა, დღეს ჩამოვა, მაგრამ სატელეფონო საუბრით, გაირკვა, რომ კიდევ ახალი ნივთიერება, დარიშხანი ამოუვიდა კვლევის შედეგად" ამბობს ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე.
შეგახსენებთ, აქამდე არსებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილი იყო სამი მძიმე მეტალი. ინფორმაცია "ემპათიას" ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა გასულ კვირას გაავრცელა. როგორც ჯიშკარიანი ამბობდა, კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მესამე პრეზიდენტის თმის ღერში აღმოჩენილი იყო ვერცხლისწყალი, ბისმუტი და ბარიუმი.