უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მზადაა განიხილოს დროებით ოკუპირებული ყირიმის არასამხედრო გზით დაბრუნების ვარიანტები, მაგრამ ყველას მოუწოდებს, არ დაკარგონ დრო ისეთ შეთავაზებებზე, რომელბიც არ ითვალისწინებს ნახევარკუნძულის დეოკუპაციას. ამ თემაზე მან Financial Times-თან ინტერვიუში ისაუბრა.
"მე მესმის, რომ ყველა გაკვირვებულია შექმნილი სიტუაციით და იმით, რა მოუვა ყირიმს. თუ ვინმე მზად არის შემოგვთავაზოს ყირიმის დეოკუპაციის გზა არასამხედრო გზით, მე მხოლოდ...
თუ გადაწყვეტილება არ ითვალისწინებს დეოკუპაციას და [ყირიმი] რუსეთის ფედერაციის ნაწილია, არავინ უნდა დაკარგოს დრო ამაზე. დროის კარგვაა". - თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ყირიმის ბედი საერთაშორისო დღის წესრიგშია.
მან ასევე განაცხადა, რომ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები მიუთითებს იმაზე, რომ მოსკოვი არ აპირებს მოლაპარაკებას ომის დასრულებაზე.