უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმები ომის დანაშაულია და არ შეიძლება, დაუსჯელი დარჩეს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
„უკრაინის წინააღმდეგ მასიური დაბომბვა განხორციელდა, რის გამოც ქვეყნის დიდი ნაწილი წყლისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმები ომის დანაშაულია და დაუსჯელი არ შეიძლება, დარჩეს“, – წერს მაკრონი „ტვიტერში“.
საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, 13 დეკემბერს უკრაინის მხარდასაჭერად საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება მოხდება, რომ ზამთრის მოახლოებასთან ერთად გარანტირებული იყოს მისი წვდომა ენერგიაზე.