გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ, მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების მონიტორინგის ქსელის გაფართოების მიზნით, მდ. რიონის აუზის ტერიტორიაზე წინასწარი ჰიდროგეოლოგიური კვლევები განხორციელდა.
საველე კვლევები იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთისა და გურიის მხარეებში მიმდინარეობდა. აღნიშნული კვლევის შედეგები ხელს შეუწყობს მდ. რიონის აუზში წყლის რესურსების სააუზო მართვის გეგმის შემუშავებას და მიწისქვეშა წყლის ობიექტების ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასებას.
კვლევები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „ევროკავშირი გარემოსთვის - წყლის რესურსები და გარემოსდაცვითი მონაცემები“ (EU4Environment - Water Resources and Environmental Data) - ფარგლებში განხორციელდა.