ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შევინარჩუნოთ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოება და დაცულობა, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა Twitter-ში დაწერა.
„ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მორიგი დაბომბვის შემდეგ, ვიმეორებ: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შევინარჩუნოთ სადგურის უსაფრთხოება და დაცულობა. ამის შესახებ დღეს ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის. გავაგრძლებთ ჩვენს ძალისხმევას“, - დაწერა მაკრონმა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 21 ნოემბერს ფრანგ კოლეგასთან ერთად განიხილა რუსეთის მიერ ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დემილიტარიზაციისა და უკრაინის ელექტროენერგიით სტაბილური მომარაგების საკითხი.
ასევე საფრანგეთის პრეზიდენტი 20 ნოემბერს ესაუბრა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურ დირექტორს რაფაელ გროსის ზაპოროჟიეს ელექტროსადგურთან დაკავშირებული ვითარების შესახებ.
19-20 ნოემბერს ოკუპანტების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ ყველაზე ინტენსიური უწოდა.