"ტრამპის ანგარიში აღდგება", - თქვა Twitter-ის ახალმა მფლობელმა, ილონ მასკმა. მანამდე მან პლატფორმაზე გამოკითხვა ჩაატარა, სადაც 15 მილიონამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და მათგან 51.8%-მა ტრამპის Twitter-ზე დაბრუნებას დაუჭირა მხარი.
"ხალხის გადაწყვეტილება ნათელია. ტრამპის ანგარიში აღდგება. ხმა ხალხისა, ხმა ღვთისა". - წერს Twitter-ზე მასკი.