„ქვეყნის გარეთ ჩვენი სუვერენიტეტის მხარდამჭერები, როგორც აფასებენ ივანიშვილის რეჟიმს, ასე აფასებენ რუსეთის ბანაკის ქვეყნებს“ - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიორგი ნონიაშვილი EPP-ის რეზოლუციას
„ამის ნახევრითაც არ შეუფასებიათ შევარდნაძის დროინდელი ხელისუფლებაც კი. საუბარია ივანიშვილის გამანადგურებელ როლზე, ოლიგარქიულ მმართველობასა და საქართველოს ევროინტეგრაციის გზის საბოტაჟზე.
EPP-ის ამ რეზოლუციით კიდევ ერთხელ ძალიან მძიმედ დაზიანდება ქვეყანა და ამაზე სრული პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებისაა. ჩვენი ვალია, რომ ამ ხელისუფლებისგან განვთავსუფლდეთ სწრაფად, რათა დემოკრატიულ, ევროპულ გზას დავუბრუნდეთ“ - განაცხადა გიორგი ნონიაშვილმა