ქართული ოცნების წევრი, ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ თავისი განცხადებების გამო სენატორი ჯინ შაჰინი "კუბილიუსისგან არ განსხვავდება". მისივე თქმით, სწორედ ასეთი "არასწორი მიდგომებით", დემოკრატიულმა პარტიამ არჩევნებზე წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა დაკარგა.
"გუშინწინ რა განცხადებაც გააკეთა ევროპის მაღალჩინოსანმა, ევროკომისარმა, ეს არ არის კუბილიუსი არჩეული იქ ან გარკვეული ჯგუფების პოლიტიკაში მოსული ფოტიგები ან გრიგოროვები. ეს არის ჩინოვნიკი, ევროკომისარი, რომელიც ევროპის გაფაროებას ხელმძღვანელობს, ეს იყო მნიშვნელოვანი დეტალი და შაჰინმა ასეთი არასწორი ინფორმაციებით, ასეთი არასწორი მიდგომებით, არასწორი ტაქტიკებით, ამიტომაც არის რომ დემოკრატებმა კონგრესში დაკარგეს უმრავლესობა, ასეთი მიდგომით. არასწორი, არასამართლიანით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ღირებულია ის რჩევა, რომელიც ეფუძნება სწორ არგუმენტებს. შაჰინი ამას რომ მეტყვის, რით განსხვავდება კუბილიუსისგან", - განაცხადა ზარქუამ.
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სენატორება ჯინ შაჰინმა განაცხადა, რომ რომ შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს დახმარების სისტემა, შესაძლოა, შეიცვალოს და ე.წ დამსახურებაზე დაფუძნებული გახდეს.