რეალობა არის ის, რომ საქართველოში არის დიდი უკუსვლა. ჩვენ მნიშვნელოვნად ვუჭერთ მხარს საქართველოს რეფორმების დღის წესრიგის მხრივ, - თქვა სენატორმა ჯინ შაჰინმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე.
"რეალობა ისაა, რომ საქართველოში უდიდესი უკუსვლაა. ჩვენ ვუწევთ მნიშვნელოვან მხარდაჭერას რეფორმების დღის წესრიგისთვის. შეიძლება, ეს დახმარება უნდა დავუკავშიროთ საქართველოს მხრიდან ქმედებებს, მაგრამ დამარწმუნეს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა და პალატის წევრებმა ბიუჯეტზე მოლაპარაკების ბოლო რაუნდისას, რომ შესაძლოა, არ იყოს ამის გაკეთება კარგი, მაგრამ ჩემი აზრით, საჭიროა ვიფიქროთ, არის თუ არა დრო, რომ გადავხედოთ ჩვენს სტრატეგიას საქართველოზე.
ფაქტია, საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება ყო მთავარი ვალდებულება. ასე უთხრა საზოგადოებას საქართველოში, შეერთებულ შტატებსა და ევროპულ გაერთიანებასაც, მაგრამ აშკარად გადაუხვიეს საკუთარ ვალდებულებას, ამიტომ ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ვიფიქროთ სხვა არჩევანზე და შევეცადოთ ისინი ანგარიშვალდებულები გავხადოთ, მათ უნდა იცოდნენ, რომ ამას შედეგი მოყვება და შესაძლოა, ზოგიერთი შედეგი დაკავშირებული იყოს დახმარებასთან, რომელიც გვინდა, რომ ქვეყანას მივცეთ. გეთანხმებით, რომ ქართველი ხალხის ბრალი არაა, მთავრობის ბრალია,მაგრამ რაღაც ეტაპზე საჭიროა მათ მთავრობას უფრო მეტი ანგარიშვალდებულება მოსთხოვონ", - თქვა შაჰინმა.