პოლონეთში რუსული რაკეტების ჩავარდნის შესახებ ინფორმაციას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„შოკირებული ვარ სარაკეტო თავდასხმის შედეგად პოლონეთში მსხვერპლის გამო. ჩემი სამძიმარი დაღუპულთა ოჯახის წევრებს. ჩვენ პოლონეთის გვერდით ვდგავართ. მჭიდრო კონტაქტზე ვარ პოლონეთის ხელისუფლებასთან, ევროსაბჭოს წევრებსა და სხვა მოკავშირეებთან“, – წერს შარლ მიშელი მიკრობლოგ „ტვიტერზე“.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლონეთში რაკეტების ჩამოვარდნის შედეგად, დაღუპულია ორი ადამიანი.