რაკეტები მოხვდა კოლექტიურ უსაფრთხოებას, საჭიროა მოქმედება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ზელენსკი გამოეხმაურა პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩამოვარდნის შესახებგავრცელებულ ინფორმაციას.
„დღეს მოხდა ის, რის შესახებაც გაფრთხილებას ჩვენ დიდი ხანია, ვაკეთებდით. რუსეთის ტერორი მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოს საზღვრებით არ შემოიფარგლება. რუსული რაკეტები პოლონეთსაც მოხვდა. რამდენჯერ თქვა უკრაინამ, რომ ტერორისტი სახელმწიფო მხოლოდ ჩვენი საზღვრებით არ შემოიფარგლებოდა? რაკეტები მოხვდა კოლექტიურ უსაფრთხოებას, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ესკალაციაა, საჭიროა მოქმედება“, – განაცხადა ზელენსკიმ.