პოლონეთში რუსული რაკეტების ჩავარდნის შესახებ მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეხმაურება.
როგორც ნატო-ს გენმდივანი აღნიშნავს, აფეთქებების შესახებ ის პოლონეთის პრეზიდენტს ესაუბრა.
„ვესაუბრე პოლონეთის პრეზიდენტს, ანჯეი დუდას პოლონეთში მომხდარი აფეთქების შესახებ. ჩემი სამძიმარი გადავეცი დაღუპულთა გამო. ნატო სიტუაციის მონიტორინგს ახორციელებს და მოკავშირეები მჭიდრო კონსულტაციებს გადიან. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ფაქტი დადგინდეს“, – წერს სტოლტენბერგი.