NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, ომის ფონზე, მნიშვნელოვანია იმუშაონ ისეთ პარტნიორებთან, როგორიცაა საქართველო, - ამის შესახებ მან ბრიუსელში, ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, სწორედ ეს იქნება ერთ-ერთი გზავნილი ბუქარესტში დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტერიალზე.
"ბუქარესტში საგარეო საქმეთა მინისტერიალი იქნება მიმდინარე თვის ბოლოს. სამიტზე ჩვენ გვექნება საშუალება, გამოვხატოთ მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. განვიხილავთ, როგორ შეგვიძლია გავზარდოთ უკრაინის მხარდაჭერა. ასევე, ჩვენ განვიხილავთ NATO-ს თავდაცვისა და შეკავების კუთხით მიღებული გადაწყვეტილებების იმპლემენტაციის საკითხს.
ჩვენ ასევე შევხვდებით პარტნიორებს და საქართველო არის მნიშვნელოვანი პარტნიორი, განსაკუთრებით ახლა, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე. ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიმუშაოთ ისეთ პარტნიორებთან, როგორიცაა საქართველო. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ერთ-ერთი გზავნილი ბუქარესტში დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტერიალზე" - ამბობს სტონტელბერგი.
შეგახსენებთ, რომ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტი რუმინეთის დედაქალაქში 29 და 30 ნოემბერს გაიმართება.