როგორც ქვეყნის პრემიერმინისტრმა ჯასტინ ტრუდომ დიდი ოცეულის სამიტზე განაცხადა, ფინანსური დახმარების გარდა, უკრაინის მხარდასაჭერად, კანადა დამატებით სანქციებს დაუწესებს რუსეთის 23 მოქალაქეს, რომლებიც ადამიანის უფლებების უხეშ და სისტემურ დარღვევაში მონაწილეობენ, მათ შორის არიან პოლიციელები, პროკურორები, მოსამართლეები და სხვა მაღალჩინოსნები.
ტრუდო ამბობს, რომ კანადამ ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინის დასახმარებლად 3.4 მილიარდი დოლარი უკვე გამოყო, რათა ქვეყანამ თავდაცვა გააუმჯობესოს, მიიღოს საჭირო აღჭურვილობა, მედიკამენტები და საწვავი.