პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოებას ფიროსმანობას ულოცავს.
"დღეს, დიდი მხატვრის მშობლიურ მირზაანთან ერთად, მთელი საქართველო აღნიშნავს ფიროსმანობას.
ნიკო ფიროსმანის უკვდავი შემოქმედება ქართული სულის, ჩვენი ხალხის თვითმყოფადობის ყველაზე მკაფიო გამოხატულება და, ამავე დროს, კაცობრიობის კულტურული საგანძურის ფასდაუდებელი მონაპოვარია.
დიდი მხატვრის უნიკალური მემკვიდრეობა მუდამ დარჩება საქართველოს, როგორც ნიჭიერი და შემოქმედი ხალხის სამშობლოს, სავიზიტო ბარათად,"- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.