ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას არ განიხილავს.
დეკანოიძის თქმით, პარტიაში არჩევნების წინააღმდეგ არავინ ყოფილა და აზრთა სხვადასხვაობა იყო ვადებზე.
დეკანოიძე აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატმა წარადგინოს გეგმა, თუ როგორი უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და საზღვარგარეთ გადაყვანა.
"არა, არ განვიხილავ [მონაწილეობას], არ ყოფილა [შემოთავაზება], მე არ ვარ ადამიანი, ვის მაგივრადაც შეიძლება სხვებმა მიიღონ გადაწყვეტილება, ამიტომ რეალურად, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ნაციონალური მოძრაობისთვის, პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ეს ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი ტრანსფერი არის უპირველესად ჩემი და ჩემი მეგობრების საზრუნავი. არჩევნები არის დემოკრატიული პროცესი, არავინ არჩევნების წინააღმდეგ არ ყოფილა, მე ჩემს კანდიდატურას არც განვიხილავ, არც განმიხილავს, იმიტომ რომ რეალურად ვთვლი, რომ, მათ შორის პარლამენტში და პარტიაში ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია მაქვს“, - თქვა დკანოძიემ „ფორმულასთან“ საუბარში.
მისი თქმით, პარტიაში არჩევნები ყველა დონეზე უნდა ჩატარდეს, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია თავმჯდომარის არჩევნები, ვინაიდან, ნადირაძის თქმით, პარტიის თავმჯდომარეს, ასობით ათასი ამომრჩევლის ლეგიტიმაცია უნდა ჰქონდეს.