2011-2012 სასწავლო წლისთვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრულ და ნაწილობრივ განსაზღვრას გეგმავს. წარმოდგენილი დადგენილების პროექტის მიზანია 2011-2012 სასწავლო წლისთვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების განსაზღვრა.
ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული მოცულობა განისაზღვრა 11 180 000 ლარით.
დადგენილების პროექტით განისაზღვრა სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების მაქსიმალური, საშუალო და მინიმალური ოდენობა.
სრული და ნაწილობრივი ოდენობის გრანტები ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის/ვეტერინარის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ჩარიცხული სტუდენტებისთვის გაიცემა 8 970 000 ლარის ფარგლებში, რომლის 7% თანაბრად განაწილდება ერთიანი ეროვნული გამოცდების ყოველ არჩევით საგანზე, ხოლო 93% პროპორციულად განაწილდება აბიტურიენტების მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების ყოველი არჩევითი საგნის არჩევის რაოდენობის შესაბამისად. ამ განაწილების შედეგად მიღებული თანხების 25% განაწილდება სახელმწიფო
სასწავლო გრანტის სრული ოდენობით (100 პროცენტი) დაფინანსებისათვის
მიუხედავად მიმართულების ან დარგის/სპეციალობისა, ხოლო 75% თანაბრად განაწილდება ნაწილობრივი ოდენობის მაქსიმალური ოდენობით (70 პროცენტი), ნაწილობრივი ოდენობის საშუალო ოდენობით (50 პროცენტი) და ნაწილობრივი
ოდენობის მინიმალური ოდენობით (30 პროცენტი) დაფინანსებისათვის, გარდა
შემდეგი მიმართულებების ან დარგების/სპეციალობებისა: ა) სამართალი; ბ) ჯანდაცვა;
გ) ბიზნესის ადმინისტრირება, გარდა ტურიზმისა; დ) მასობრივი კომუნიკაცია/ჟურნალისტიკა; ე) საერთაშორისო ურთიერთობები; ვ) საჯარო მმართველობა.
პროფესიული განათლების დაფინანსება ერთიანი ეროვნული გამოცდების
მხოლოდ ზოგადი უნარების ტესტის შედეგების საფუძველზე შეადგენს 360 000
(სამას სამოცი ათას) ლარს. "უმაღლესი განათლების შესახებ~ საქართველოს კანონის
მე-6 მუხლის პირველი პუნქტის "გ~ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სტუდენტთა
სოციალური პროგრამით დაფინანსების მოცულობა განისაზღვრა 1 073 000 (ერთი
მილიონ სამოცდაცამეტი ათასი) ლარით.
"უმაღლესი განათლების შესახებ~ საქართველოს კანონის მე-80 მუხლის მე-2
პუნქტით გათვალისწინებული უცხო ქვეყნის მოქალაქეთა დაფინანსების მოცულობა
განისაზღვრა - 195 000 (ას ოთხმოცდათხუთმეტი ათასი) ლარით, რომელიც გაიცემა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განსაზღვრული
სპეციალური სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად.
ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების
აზერბაიჯანულენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა
სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსება შეადგენს 225 000 (ორას
ოცდახუთი ათასი) ლარს.
ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების სომხურენოვანი
ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო
გრანტით დაფინანსება შეადგენს 225 000 (ორას ოცდახუთი ათასი) ლარს.
საგრანტო კონკურსში მონაწილე სტუდენტების დაფინასების მოცულობა
განისაზღვრა 132 000 (ას ოცდათორმეტი ათასი) ლარით.
დადგენილების პროექტით განისაზღვრა დაფინანსების პრინციპი აბსოლუტური
რანჟირების დოკუმენტით თანაბარი ქულების მქონე აბიტურიენტებისთვის.
პროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი ასიგნებების გამოყოფას
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. დადგენილების პროექტით
გათვალისწინებული თანხების გამოყოფა მოხდება საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
პროექტის ავტორი და წარმდგენი საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროა.