საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 89% ქვეყნისთვის უდიდეს პოლიტიკურ საფრთხედ რუსეთს აღიქვამს.
შეკითხვაზე, თუ რომელი ქვეყანა უქმნის უდიდეს პოლიტიკურ საფრთხეს საქართველოს, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:
ამას გარდა, კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 80% თვლის, რომ საქართველოსთვის უდიდეს ეკონომიკურ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს.
კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი - 2 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორის, რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა IPM-მა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5%, გამოპასუხების მაჩვენებელი - 74%.
კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.