IRI-ის (საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი) საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად ამ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ქართულ ოცნებას 25% მისცემდა ხმას, ნაციონალურ მოძრაობას კი - 12%.
შეკითხვაზე, ამ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, პასუხები ასე გადანაწილდა:
-
ქართული ოცნება - 25%
-
ნაციონალური მოძრაობა - 12%
-
საქართველოსთვის - 3%
-
გირჩი - მეტი თავისუფლება - 3%
-
სტრატეგია აღმაშენებელი - 2%
-
დროა - 2%
-
ლეიბორისტული პარტია - 2%
-
ხალხისთვის - 2%
-
გირჩი - 2%
-
ლელო - 1%
-
მოქალაქეები - 1%
-
არავის მივცემ ხმას - 6%
-
უარი პასუხზე - 7%
შეკითხვაზე, რომელ პარტიას არ მისცემდნენ ხმას არც ერთ შემთხვევაში, პასუხები ასეთია:
-
ნაციონალური მოძრაობა - 33%
-
ქართული ოცნება - 30%
-
პატრიოტთა ალიანსი - 18%
-
ალტ-ინფო - 15%
-
ევროპული საქართველო - 14%
-
გირჩი - მეტი თავისუფლება - 14%
-
გირჩი - 14%
-
ლეიბორისტული პარტია - 8%
-
დროა - 7%
-
ლელო - 6%
-
მოქალაქეები - 5%
-
სტრატეგია აღმაშენებელი - 5%
-
საქართველოსთვის - 4%
-
რესპუბლიკელები - 2%
IRI-ის დაკვეთით კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდში. საველე სამუშაოები კომპანია IPM-მა ჩაატარა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით რესპონდენტთა სახლებში. მრავალეტაპიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოიკითხა 1500 სრულწლოვანი მოქალაქე. ცდომილების ზღვარი +/- 2.5%-ია.