დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერმინისტრი რიში სუნაკი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა.
სუნაკმა ზელენსკისა და უკრაინელ ხალხს სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადა.
"უკრაინის პრეზიდენტთან საუბრის პრივილეგია მქონდა. მასაც და უკრაინელ ხალხსაც შეუძლიათ დიდი ბრიტანეთის მუდმივი სოლიდარობისა და მხარდაჭერის იმედი ჰქონდეთ. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით უკრაინის გვერდით",- წერს სუნაკი Twitter-ზე