ვლადიმერ ზელენსკიმ ხორვატიის დედაქალაქში მიმდინარე ყირიმის პლატფორმაზე ვიდეომიმართვისას, სამიტის მონაწილეებს შესთავაზა, „ყირიმის პლატფორმის“ ფორმატი გახდეს ამოსავალი წერტილი სხვა ჰუმანიტარული და დიპლომატიური პლატფორმებისთვის, რაც ხელს შეუწყობს რუსეთის მიერ ოკუპირებული სხვა ტერიტორიების დეოკუპაციას დნესტრისპირეთიდან და აფხაზეთიდან ჩრდილოეთ ტერიტორიებამდე.
"ყირიმის პლატფორმის ფორმატი, უნდა გავხადოთ საწყისი წერტილი სხვა ჰუმანიტარული და დიპლომატიური პლატფორმებისთვის, რომლებიც ხელს შეუწყობს სხვა ტერიტორიების დეოკუპაციას: დნესტრისპირეთიდან და აფხაზეთიდან ჩრდილოეთ ტერიტორიებამდე", - განაცხადა ზელენსკიმ სიტყვით გამოსვლისას.
შეგახსენებთ, რომ ზაგრებში მიმდინარე სამიტს 50 ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენელი, მათ შორის აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, კანადის, იაპონიის, თურქეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების წარმომადგენლები ესწრებიან. ხორვატიის დედაქალაქში ჩავიდა შტატების წარმომადგენლობითი პალატის სპიკერი ნენსი პელოსიც.